თამაშის წესები


მაფია არის სამაგიდო თამაში, რომელსაც თამაშობს 5 - 18 ადამიანი ( აქედან აუცილებელია ერთი წამყვანი ).
თამაშში არის 3 ტიპის როლი, მაფიოზები, პატიოსნები და დამოუკიდებელი მოთამაშეები. მაფიოზები და პატიოსნები გუნდურად ცდილობენ გამარჯვებას, ხოლო დამოუკიდებელი მოთამაშეები მარტო თამაშობენ.
მაფიოზების მიზანია მოკლან და თავიდან მოიშორონ პატიოსნები და თავად თავი არ გაამჟღავნონ, ხოლო პატიოსნები ცდილობენ იპოვონ და გააგდონ მაფიოზები და ეძებონ დამოუკიდებელი მოთამაშეებიც.



ხმის მიცემა



გაცნობის ღამე


გაცნობის ღამეს პირველად იღვიძებს მაფია (დონიც) და ეცნობიან ერთმანეთს (წამყვანსაც). შემდგეგ წამყვანი რიგ-რიგობით აღვიძებს დანარჩენ პერსონაჟებსაც. მოთამაშეები, რომელთაც როლი არ აქვთ, არცერთ ღამეს არ იღვიძებენ.


დღე №1


პირველ დღეს მოთამაშეები რიგ-რიგობით საუბრობენ და აცნობენ საკუთარ თავს დანარჩენ მოთამაშეებს. პირველ დღეს არავინ არ ვარდება.


ღამე №1


იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. შემდეგ იღვიძებს მხოლოდ დონი და ეძებს დეტექტივს. შემდეგ იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას (ზოგ ვერსიაში დეტექტივს შეუძლია დონი იპოვოს, ზოგში არა). შემდეგ იღვიძებს ექიმი და ცდილობს გადაარჩნოს ვინმე. პირველ ღამეს არ იღვიძებს სერიული მკვლელი.


დღე №2


მეორე დღეს მოკლული მოთამაშე ტოვებს თავის სიტყვას. ამის შემდეგ მოთამაშეებს ეძლევათ საერთო ერთი წუთი სალაპარაკოდ. შემდეგ რიგ-რიგობით საუბრობს ყველა და შეუძლიათ დაასახელონ თავიანთი კანდიდატი. ბოლოს ყველა მოთამაშე აძლევს ხმას დასახელებული კანდიდატებიდან რომელიმეს.


ღამე №2


მეორე ღამეს ყველაფერი ისევეა როგორც პირველ ღამეს, მარგამ აქედან უკვე იღვიძებს სერიული მკვლელიც.


და გრძელდება ასე თამაშის დასრულებამდე